28 აპრილი 2024,   19:00
ვრცლად
"ოცნების" საარჩევნო კამპანია - ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით დეპუტატები ხალხის მოსასმენად ქუჩა-ქუჩა ივლიან

ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით დღეიდან ყველა დეპუტატი ვალდებულია ქუჩა-ქუჩა იაროს და ხალხს მოუსმინოს.

ბოლო დირექტივები თბილისის შტაბის წარმომადგენლებმა ხელმძღვანელი პირებისგან გუშინ, პარტიის შეკრებაზე მიიღეს.  სამუშაო შეხვედრა გვიანობამდე გაგრძელდა.

მმართველ პარტიაში დარწმუნებული არიან, რომ საბოლოო შედეგი არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება გარდაუვალია.

„პირველი ტურის შედეგებმა და წინასაარჩევნო შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ ინფორმაციის მკვეთრი დეფიციტი არის მოსახლეობაში რა გაკეთდა მათ სასიკეთოდ და იმ პრობლემების აღმოსაფხვრელად, რაც ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების წინაშე დგას. მაქსიმალურად ვაკეთებთ ჩვენი მხარდამჭერების მობილიზაციას ერთი მხრივ, პარტიული სტრუქტურების მობილიზაციას და მეორეს კომუნიკაცია გააქტიურდება,“-განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღის ამბები