07 მაისი 2024,   11:02
ვრცლად
ძველი გვარდია ფორმაშია, 2012 წლის ნაბრძოლი გუნდის დიდი ნაწილი ამ ბრძოლაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას - ფოფხაძე 

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, საგანგებო რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. პარტიის სათაო ოფისში მორიგი შეხვედრა გვიან ღამემდე გაგრძელდა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები შეხვედრის დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, ისინი ამჯერად „ქართული ოცნების“ ე.წ. ძველი გვარდიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

დეპუტატები გვარებს არ ასახელებენ, მაგრამ ადასტურებენ, რომ ე.წ. ძველი გვარდია მმართველ პარტიას აუცილებლად შეუერთდება და ინფორმაციას ამის შესახებ საზოგადოება უახლოეს მომავალში შეიტყობს.

მმართველი გუნდის წარმომადგენელთა განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არჩევნებში არა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არამედ სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვოს.

„ქართულ ოცნებაში“ კონსულტაციები სავარაუდოდ, დღესაც გაიმართება.

„ძველი გვარდია ფორმაშია, 2012 წლის ნაბრძოლი გუნდის დიდი ნაწილი ამ ბრძოლაში აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. სახელების და გვარების წინასწარ დასახელება მე მგონი არ არის სწორი. იმიტომ, რომ  ძალიან დიდი სიაა და არ მინდა ვინმე გამომრჩეს,“-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

დღის ამბები