15 დეკემბერი 2018,   07:22
ვრცლად
თითქმის ჩაშლილი სესია პარლამენტში - "ოცნებამ" კვორუმისთვის დარბაზში დეპუტატების მოგროვება ვერ შეძლო

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა პარლამენტში დღეს, თითქმის, ჩავარდა.

ქუთაისში ბიუჯეტის წარსადგენად ჩასული ფინანსთა მინისტრი სიტყვით გამოსვლას 4 საათი უცდიდა. ივანე მაჭავარიანის მოსასმენად უმრავლესობის უმრავლესობა პარლამენტის სხდომაზე არ მივიდა.

მმართველი გუნდის უპასუხლისმგებლობის დემონსტრირებისათვის რეგისტრაციაზე უარი თქვა ოპოზიციამ, რის შემდეგაც კვორუმი ვერ შედგა, უმცირესობამ ქართული ოცნების დეპუტატები პულტებით მანიპურილებაშიც დაადანაშაულა.

ქართულმა ოცნებამ მხოლოდ რამდენიმესაათიანი მცდელობის შემდეგ შეძლო დარბაზში კვორუმისთვის საჭირო დეპუტატების შეგროვება.

ირკვევა, რომ მმართველი პარტიის საპარლამენტო გუნდის წევრები რეგიონებში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობით იყვნენ დაკავებული. სწორედ საკუთარი კანდიდატის მხარდაჭერა იყო ის მიზეზიც, რომლებიც გამოც, ბიუჯეტის განხილვა რამდენჯერმე კამათში გადაიზარდა.

ოპოზიციამ ფინანსთა მინისტრიც და უმრავლესობაც წინასაარჩევნო პოპულიზმში და ბიუჯეტის პროექტში ხმების მობილიზების მიზნით მუხლების დამატებაში დაადანაშაულა.

ოპოზიციის აზრით, მმართველი გუნდის მიერ ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები პოპულისტურია და მეორე ტურის წინ სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მობილიზებას ისახავს მიზნად.
 

ამავე თემაზე
დღის ამბები