27 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
"პაემანი რუსეთთან" - რუსული კინოფესტივალის თბილისში გამართვას ოპოზიციისგან მწვავე შეფასებები მოჰყვა

ფესტივალს “პაემანი რუსეთთან” მწვავე შეფასებები მოჰყვა ქართველი დეპუტატების მხრიდან.

ოპოზიცია ხელისუფლებას ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის უხეშ დარღვევასა და უმოქმედობაში ადანაშაულებს. მათი განმარტებით, ეს კანონი სწორედ ასეთი დარღვევების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს.

„დღევანდელი ხელისუფლება არათუ ეფექტიანად არ იყენებს იმ საკანონმდებლო ჩარჩოს, რომელიც ჩვენ შევქმენით იმისთვის,რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები ოკუპაციის პირობებში, არამედ ხშირად პირდაპირ ეხმარება მატ შორის; რუსეთის რბილი ძალის გაძლიერებას ჩვენს სახელმწიფოში,“-ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი.

ოპოზიცია ამბობენ, რომ სახელმწიფო წინასწარ უნდა იკვლევდეს თუ ვინ აპირებს ჩვენი საზღვრის გადმოკვეთას და რეაქციაც ადეკვატური უნდა იყოს.

„ერთი მხრივ მისასალმებელია, რომ ვინც ოკუპაციის კანონს არღვევდა არ შემოუშვეს, მაგრამ მეორე მხრივ გაუგებარია რატომ შემოუშვეს ისინი, ვინც შემოსაშვები არ იყო, გაუგებარია რა პრინციპით მოქმედებს ხელისუფლება“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე.

რუსული კინოფესტივალი ხვალ დასრულდება.

დღის ამბები