26 აპრილი 2024,   11:55
ვრცლად
"ჩვენ გუშინ ვნახეთ „ქართული ოცნება“, რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს"-გიორგი ვაშაძე

გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მისი თქმით მიუხედავად მძიმე წნეხის და დაშინებისა მოქალაქეებმა გაუძლეს ამ ზეწოლას და მხარი დაუჭირეს გრიგოლ ვაშაძეს.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი ძალადობა "ქართული ოცნების" მხრიდან. ეს იყო მასობრივი მოსყიდვა ადამიანების, ფულით ტყუილით. მეორე, ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც კი არ შეიძლება დავარქვათ ამას, პირდაპირ საარჩევნო უბნებზე გამგებლები და მერები. მესამე, ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე პირდაპირი ძალადობა, როდესაც ადამიანებს აიძულებდნენ ეჩვენებინათ ვის დაუჭირეს მხარი. მეოთხე ეს არის გაყალბება, როგორც პირადობის მოწმობების, ასევე ე.წ. კარუსელების ტრიალი და მეხუთე, ალბათ ყველაზე საგანგაშო, ჩვენ გუშინ ვნახეთ „ქართული ოცნება,“ რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, გაერთიანებულ ოპოზიციამ იმ უბნებზე, სადაც ამ ყველაფერმა ვერ იმუშავა, გრიგოლ ვაშაძემ მოიგო. გიორგი ვაშაძის განცხადებით გრიგოლ ვაშაძეს მხარი დაუჭირეს სამხედროებმაც და მან სრულად მოიგო  ავღანეთი.

გიორგი ვაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ იმ დარღვევების შესახებ, რომელიც არჩევნების მეორე ტურზე დაფიქსირდა, სადამკვირვებლო მისიები კრიტიკულ დასკვნას დადებენ. 

დღის ამბები