08 მაისი 2024,   17:55
ვრცლად
სამედიცინო კვლევები, რომელიც ვანო მერაბიშვილის ჩაუტარდა, არასაკმარისია

სამედიცინო კვლევები, რომელიც ვანო მერაბიშვილის ჩაუტარდა, არასაკმარისია.

ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას სახალხო დამცველის აპარატი აქვეყნებს.

ნინო ლომჯარიას უწყებამ დოკუმენტები დამოუკიდებელ ექსპერტს გააცნო. 

დოკუმენტის თანახმად,  ვანო მერაბიშვილის ორგანიზმში ლიმფოციტების რაოდენობა მომატებულია, რომლის გამომწვევი მიზეზიც შესაძლოა, რაიმე ვირუსილი ინფექცია იყოს.  სწორედ ამიტომ, ქვეყნის მთავარი მაკონტროლებელი ორგანო და ყოფილი პრემიერის ადვოკატები იუსტიციის სამინისტროს მიმართავენ, რათა მერაბიშვილს დამატებითი გამოკვლევები, სასწრაფოდ ჩაუტარდეს.

“აღმოჩნდა, რომ ივანე მერაბიშვილისთვის ჩატარებული კვლევები არ იყო სრულფასოვანი. სისხლის საერთო ანალიზში დააფიქსირა ექსპერტმა, რომ ლიმფოციტების რაოდენობა მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან  იქნა მომატებული, რომელიც დღემდე არ არის დაწეული. შესაბამისად, მას არ უტარდება არანაირი მკურნალობა.  მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის რთული, რომ მას სისხლში ამ ეტაპზეც აქვს მომატებული ლიმფოციტები, რაც ნიშნავს იმას, რომ მის ორგანიზმში არის ვირუსი.  ეს ვირუსი რას გამოიწვევს ერთი კვირის შემდეგ, ერთი თვის შემდეგ ან უახლოეს პერიოდში არავინ არ იცის იმიტომ, რომ კიდევ ვიმეორებ, ადამიანს, რომელიც უკვე მეექვსე თვეა, არის ცუდად, დიაგნოზი ვერ დაუსვეს,“ - განაცხადა ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა.

დღის ამბები