08 მაისი 2024,   22:30
ვრცლად
დიდი ოდენობით ყალბი პირადობის მოწმობები გურიაში - დოკუმენტები წლების წინ გარდაცვლილი ადამიანებისთვის არის დამზადებული

დიდი ოდენობით ყალბი პირადობის მოწმობები გურიაში. დოკუმენტები, რომელიც დიდი ალბათობით, არჩევნების გასაყალბებლად დამზადდა, ლანჩხუთის ერთ-ერთი ავტოსადგომის ტერიტორიაში მდებარე სარდაფში ეყარა.

"კურიერი" პირადობის მოწმობების მფლობელების პოვნას შეეცადა, თუმცა თითქმის ყველა მათგანი წლების წინ გარდაცვლილი აღმოჩნდა. პირადობის მოწმობების უმეტესობა ხანდაზმულ ადამიანებზეა გაცემული. მათი შთამომავლების დაახლოებით, 90 პროცენტი სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული.  

„კახაბერ ასკურავამ იპოვა პირადობის მოწმობები ახლად დაბეჭდილები. გადავამოწმე ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში. ეს ორი ადამიანი მაშინვე თვალხილული იყო ჩემთვის, რომ იყვნენ გარდაცვლილები, იმიტომ რომ ახლო მეზობლები არიან,“ - ამბობს მოქალაქე ირმა მგელაძე.

გარდაცვლილის პირადობაზე საუბრობს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ ის მის დედას ეკუთვნის, რომელიც 2008 წელს გარდაიცვალა. 

დღის ამბები