08 მაისი 2024,   21:35
ვრცლად
სარჩელი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ-ოპოზიცია ზურაბიშვილის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა მალე სტრასბურგის სასამართლოში განხილვის თემა გახდეს. იმ შემთხვევში თუ ქართულმა მართლმსაჯულებამ არ დააკმაყოფილა გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნა, რეგისტრაციიდან მოიხსნას სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიცია ევროპულ სასამართლოს და ევროპულ საბჭოს მიმართავს. ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის 47 მუხლზე ეყრდნობა, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვის შემთხვევაში კანდიდატის რეგისტრაციიდან მოხსნას ითვალისწინებს.

გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი სალომე ზურაბიშვილისთვის რეგისტრაციის გაუქმებას შესახებ საქალაქო სასამართლომ უკვე დაარეგისტრირა. სარჩელს თან ერთვის ფოტო და აუდიო ვიდეო მასალა, რომელიც ოპოზიციის წევრები თქმით ადასტურებს არჩევნების დღეს ამომრჩევლის ტოტალურ მოსყიდვას. გარდა ამისა, ოპოზიციის მტკიცებით ამ დოკუმენტაციით დასტურდება, რომ ზურაბიშვილი 600 ათასი მოქალაქისთვის ვალების ჩამოწერას არ ეწინააღმდეგებოდა. ოპოზიციამ დღესვე მამუკა ბახტაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვა. არჩევნების მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა ვალების ჩამოწერის ინიციტივით.

მმართველი გუნდი ოპოზციის მოთხოვნებს ტრადიციულად არ იზიარებს და აცხადებს, რომ ხელისუფლების ოპონენტები არაკონსტრუქციულები არიან.

გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი საქალაქო სასამართლომ მაქსიმუმ 2 დღეში, ხოლო უფრო ზედა ინსტანციამ- სააპელაციო სასამართლომ 24 საათში უნდა განიხილოს.

დღის ამბები