01 მაისი 2024,   07:59
ვრცლად
თვითმფრინავი, სადაც ირლანდიიდან და ავსტრიიდან დეპორტირებულები იმყოფებიან, თბილისში ჩამოფრინდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი, სადაც ირლანდიიდან და ავსტრიიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან, ჩამოფრინდა. 

ირლანდიიდან საქართველოს მოქალაქეები იძულებით დაბრუნდნენ სამშობლოში. ამ ეტაპზე ირლანდიიდან საქართველოს 8 მოქალაქეა დეპორტირებული. ამავე თვითმფრინავში იმყოფებოდნენ ავსტრიიდან დეპორტირებულებიც.

საქართველოს მოქალაქეების თქმით, სამართალდამცავებმა ამ გადაწყვეტილების შესახებ გამოფრენამდე რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს, შესაბამისად, მათთვის კონკრეტული დეტალები უცნობია.

კურიერთან საუბრისას ისინი აღნიშნავენ, რომ დეპორტაცია შესაძლოა, თეა წულუკიანის განცხადებებს  უკავშირდებოდეს, რომელიც იუსტიციის მინისტრმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„ემიგრანტები ლაპარაკობენ, რომ ქალბატონი წულუკიანის შემოსვლასთან დაკავშირებით მოხდა ეს ყველაფერი. მანამდე არ ყოფილა, პრინციპში, დეპორტაცია,“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ემიგრანტების ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რამდენიმე მოქალაქე კიდევ დააკავეს, თუმცა, ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება მათი დეპორტირება. 

დღის ამბები