26 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
აფეთქება თურქეთის საზღვართან - სირიის ქალაქ ალრაიში ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა

ძლიერი აფეთქება მოხდა სირიის ქალაქ ალრაიში. თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. შედეგად დაშავდა 3 სამართალდამცველი, საავადმყოფოში ასევე გადაყვანილია 4 სამოქალაქო პირი. აფეთქება სირიელი ამბოხებულების კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიაზე მოხდა. თურქეთის მხარდაჭერით მათ 2016 წელს რეგიონი "ისლამური სახელმწიფოსგან" გაათავისუფლეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია 

დღის ამბები