08 მაისი 2024,   11:13
ვრცლად
ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს ნუკრი ქანთარია და ზაზა პაპუაშვილი უჭერენ

ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს საპარლამენტო უმრავლებიდან ბესელიას გუნდის წევრებად მოაზრებული დეპუტატების გარდა, ნუკრი ქანთარია და ზაზა პაპუაშვილიც დაუჭერს.

ამის შესახებ მათ  საპარლამენტო სესიაზე ცოტა ხნის წინ განაცხადეს. 

„რაც შეეხება კონკრეტულად ამ კანონპროექტს მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვთვლი რომ დაწვრილებითი მსჯელობა შეიძლება, მიუხედავად მთელი რიგი უხერხულობისა, რომელიც შეიძლება ახლავს და მქონდა მე თვითონაც რამდენად მკაფიოა, მე ხმას მოგცემთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ამის წინააღმდეგობა გამოვხატო იმ არაჯანსაღი ვითარებისადმი, რამაც დაბადა დღევანდელი რეალობა, მხოლოდ ამიტომ ხმას გაძლევთ და შედეგს წინასწარ ვხედავ“-განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი კი თანაგუნდელებს სთხოვს განმარტონ რას ნიშნავს, რომ ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა კონსტიტუციურობის ტესტი უნდა ჩააბაროს. ზაზა პაპუაშვილს თანაგუნდელებთან კითხვა აქვს.

"კითხვა ასეთია, ხშირად ისმის უკვე ტელევიზიიდან კითხვები :კონსტიტუციური ტესტი, კონსტიტუციური ტესტი. მინდა განმიმარტოთ, რა არის ეს კონსტიტუციური ტესტი. ორი სიტყვით, დიდ განმარტებას არ ვითხოვ. რა არის ამ კანონში ისეთი, რაც შეაფერხებს სასამართლოს მუშაობას წარღვნას მოუმზადებს მთელ ამ სისტემას. თუ ასეთ რაღაცას ამზადებთ მე არ მოგცემთ ხმას, თუ არ ამზადებთ ასეთ რამეს მე მოგცემთ ხმას“-ამბობს ზაზა პაპუაშვილი.  

ეკა ბესელიას კანონპროექტი მოსამართლეების უვადოდ გამწესების 5 წლით შეჩერებას ითხოვს.

როგორც გუშინ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება,რომ ეკა ბესელიას კანონპროექტი მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და ვერ გავა.

თავად ბესელიამ და მისი გუნდია წევრებმა კი განაცხადეს, რომ სწორედ კენჭისყრის შედეგები გადაწყვეტს დატოვებენ თუ არა ისინი საპარლამენტო უმრავლესობის რიგებს.

დღის ამბები