28 აპრილი 2024,   17:47
ვრცლად
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა - პრემიერ-მინისტრს სავარაუდოდ, TBC ბანკის საქმეზე მწვავე კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა 

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-5 სხდომა ბრიუსელში - საქართველოს პრემიერ-მინისტრს პასუხის გაცემა მწვავე კითხვებზე მოუწევს. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა სავარაუდოდ, TBC ბანკის საქმე იქნება. 

დღის წესრიგის მიხედვით კი, ქართული მხარე “ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკას” წარადგენს. პროექტი საქართველოს აძლევს საშუალებას, ასოცირების შეთანხმების მიღმა გადადგას შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირთან უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი, მათ შორის, სექტორული ინტეგრაციისკენ.

საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივი პრესკონფერენცია.

„დღევანდელი შეხვედრა კარგი შესაძლებლობა იქნება იმისთვის,რომ განვიხილოთ სამომავლო გეგმები, თუ რა მიმართულებით ვხედავთ ასოცირების ხელშეკრულების კიდევ უფრო ეფექტიანად შესრულების გზებს“-აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.

დღის ამბები