27 აპრილი 2024,   12:30
ვრცლად
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია იწყება. მსურველებმა რეგისტრაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე ელექტრონულად უნდა გაიარონ.

რეგისტრაცია რამდენიმე ეტაპიანია, პირველ ჯერზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა და საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. რეგისტრაციის პროცესი 3 აპრილამდე გაგრძელდება. 

3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა.

დღესვე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაციაც იწყება. 

დღის ამბები