08 მაისი 2024,   19:48
ვრცლად
"ინვესტორები გამოხატავენ ძალიან დიდ შეშფოთებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით" - "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელი 

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზის საინვესტიციო კაპიტალი ამ ეტაპისთვის შევსებულია, თუმცა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მომავალი წევრები მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ  - ინფორმაციას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ავრცელებს.

”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორის ინფორმაციით, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის 620 მილიონი დოლარი უკვე მობილიზებულია. ინვესტორთა შორის არიან “თიბისი ჰოლდინგი” - 70 მილიონი დოლარის ინვესტიციით, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი  (IFI) 400 მილიონი დოლარით, საინვესტიციო ფონდი - 100 მილიონი დოლარის ინვესტიციით და სხვადასხვა საერთაშორისო ფონდები.

„პირველი ფაზის საინვესტიციო მოცულობა არის დაახლოებით, 620 მილიონი დოლარი. აქედან 400 მილიონი არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ მობილიზებული ასე ვთქვათ, სასესხო ნაწილი. ორი კვირის მანძილზე მე იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ასევე გამოვლენას ვინ იქნება გენერალური კონტრაქტორი.

"ჩვენი ინვესტორები, კონსორციუმის ის მომავალი წევრები, იქნება ეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, ოპერატორი იქნება თუ სხვა, რა თქმა უნდა, გამოხატავენ ძალიან დიდ შეშფოთებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ხელს გვიშლის,“-აცხადებს ”ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.

დღის ამბები