26 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
ტერაქტი ახალ ზელანდიაში - ბოლო მონაცემებით დაღუპულია 49 ადამიანი

ახალ ზელანდიაში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 49-მდე გაიზარდა. საავადმყოფოებში კი 40-ზე მეტი დაჭრილია გადანაწილებული.

თავდასხმა ქალაქ ქრაისთჩერჩის ორ მეჩეთზე ადგილობრივი დროით 1 საათსა და 40 წუთზე მოხდა. შეიარაღებულ პირები სალოცავებში შეიჭრნენ და იქ მომლოცველებს ცეცხლი გაუხსნეს. ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ამ ყველაფერს ინტერნეტში პირდაპირ რეჟიმში აჩვენებდა.

დაკავებულია 4 ეჭვმიტანილი, ერთ-ერთი მათგანი ქალია. 20 წლის ახალგაზრდას მკვლელობის მუხლით ბრალი უკვე წაუყენეს. ოფიციალურად დასტურდება ისიც, რომ ერთ-ერთი ტერორისტი ავსტრალიის მოქალაქეა. გამოძიებამ მიგრანტებისა და მუსლიმების საწინააღმდეგო შინაარსის, 87-გვერდიანი მანიფესტიც აღმოაჩინა, რომელიც ტერაქტის ორგანიზატორმა თავდასხმის წინ ინტერნეტში განათავსა.

ტერაქტი დაგმო საერთაშორისო გაერთიანებამ. ბრიტანეთმა და შეერთებლმა შტატებმა. მეჩეთებთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. ავსტრალიამ ახალი ზელანდიელების სოლიდარობის ნიშნად სამთავრობო შენობებზე დროშები დაუშვა.

დღის ამბები