26 აპრილი 2024,   11:51
ვრცლად
მუქარა და ზეწოლის ფაქტები არჩევნებზე - "კურიერმა" ის დოკუმენტი მოიპოვა, რომელსაც ევროპარლამენტარები ბრიუსელში მიიღებენ

„კურიერმა“ იმ დოკუმენტის პროექტი მოიპოვა, რომელიც სტრასბურგმა მარტის ბოლოს უნდა მიიღოს. საქართველოს შესახებ მომზადებულ 41-პუნქტიან დოკუმენტში საუბარია არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებზე, სასამართლო სისტემაზე, მედიაზე, ეუთო-ს დასკვნაზე, დოკუმენტში ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი ოკუპირებულ რეგიონებში არსებული პრობლემები.

პროექტში მოხვდა სოფელ ნაბაკევში, რუსულ სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტიც.

დოკუმენტი ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მიერ არის შემუშავებული და ის ერთგვარი მონახაზია, რომელშიც შესულია კონკრეტული შენიშვნები და რეკომენდაციები თუმცა სავარაუდოა, რომ მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები აღარ შევა.

41-პუნქტიან დოკუმენტთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ ევროპელი პარტნიორების შენიშვნები გასათვალისწინებელია თუმცა არა ყველა შემთხვევაში.

Image result for გია ვოლსკი„პრინციპი მთავარი, რაც არის ეს არის კარგად გაეცნო დოკუმენტს. რა შენიშვნებიც არის ობიექტური გაითვალისწინო და აუცილებლად გაატარო ცხოვრებაში და არის  კიდევ ერთი რამე, შესაძლოა რამეს არ ეთანხმები, რაც ხშირად ხდება, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მეტი მუშაობაა საჭირო.  ნაკლები გაღიზიანება. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ვერ დავთანხმდები იმიტომ, რომ პირველ რიგში ქვეყანაში რაც მოხდა დიდი გარდატეხა 2012 წლის შემდეგ ეს ის არის, რომ  ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფლება თქვას რაც უნდა და თქვენ ამის მოწმეები ხართ,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

საპარლამენტო ოპოზიცია კი იმ მძიმე შეფასებებზე საუბრობს, რომელიც დოკუმენტში მოხვდა. საუბარია საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ ძალადობის და დაშინების ფაქტებზე. „ევროპული საქართველოს“ დოკუმენტის იმ ნაწილსაც გამოარჩევს, სადაც ოკუპირებულ რეგიონებზეა საუბარი.

Image result for სერგი კაპანაძე„აქ არის საუბარი იმ შეფასებებზე, რომელიც არჩევნებს მიეცა. ძალადობაზე, რომელიც არჩევნებს თან სდევდა. დაშინებაზე რომელიც არჩევნებს თან სდევდა. მნიშვნელოვანია, რომ აქ საუბარია ასევე ოკუპაციაზე. იმ ჩვენ თანამოქალაქეებზე, რომლებიც დაიღუპნენ ოკუპაციის პირობებში, მათ შორის უკანასკნელი შემთხვევაც არის აღნიშნული. ჯამში ეს არის საკმაოდ ჯანსაღი დოკუმენტი, რომელიც ასახავს ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობას,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ხელისუფლებას მოუწოდებენ გაიაზრონ ის შენიშვნები რომელზეც ევროპელი პარტნიორები საუბრობენ, რადგან სალომე სამადაშვილის თქმით ეს დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის მომავალს ევროკავშირთან ურთიერთობაში.

Image result for სალომე სამადაშვილი„ის, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ესეთი შეშფოთება მოხვდა ამ დოკუმენტში, არის რა თქმა უნდა ძალიან ყურადსაღები იმიტომ, რომ ეს დოკუმენტები, საპარლამენტო კომიტეტის დოკუმენტი ფაქტიურად განსაზღვრავს მომავალში ევროკავშირის პოლიტიკას. მათ შორის ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და ზოგადად ბრიუსელში და ევროკავშირში განწყობა არის, რომ ეს არჩევნები იყო იმდენად დამაზიანებელი ქვეყნისთვის, რომ  განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება საერთაშორისო  თანამეგობრობა რამდენად მოემზადება ხელისუფლება შემდეგი არჩევნებისთვის,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები