27 აპრილი 2024,   21:45
ვრცლად
ფიზიკური ზეწოლა მოზარდზე - „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ, ბოლნისის პოლიციის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს 

ფიზიკური ზეწოლა არასრულწლოვანზე - „კურიერში“ გასული რეპორტაჟის შემდეგ, ბოლნისში ორი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

საუბარია სკოლის მოსწავლეზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლაზე, რომელიც ბოლნისში ჩადენილი ქურდობის ფაქტზე იყო მხილებული. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გენერალურ ინსპექციაში პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე შესწავლა არასრულწლოვანის ოჯახის მომართვისთანავე დაიწყო.

ოჯახის ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებულ სკოლის მოსწავლეს ბოლნისის პოლიციის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ კი პოლიცია მის ოჯახზეც ახდენდა რამდენიმე კვირის განმავლობაში ზეწოლას, რათა ეს ფაქტი არ გაეხმაურებინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები