28 აპრილი 2024,   02:24
ვრცლად
დისკრიმინაციაზე საუბარი გადაწყვიტა, როცა სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი - იზორია სამხედრო მფრინავის ბრალდებებს პასუხობს

სამხედრო მფრინავის, ეკატერინე ქვლივიძის ბრალდებებს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში პასუხობს.

ლევან იზორია ამბობს, რომ ეკატერინე ქვლივიძეს არ ჰქონდა უფლება უმიზეზოდ დაეტოვებინა სამხედრო სამსახური და სწორედ ამის გამო დაეკისრა მას ფულადი სანქცია.

მინისტრი არ იზიარებს ოპონენტების შეფასებას, რომ თავდაცვის უწყება მფრინავის დისკრედიტაციას ცდილობს. ამის დამადასტურებლად კი ლევან იზორიამ ის სწავლებები მოიყვანა, რაც ეკატერინე ქვლივიძემ აშშ-ში გაიარა.

მინისტრის თქმით, აშშ-ში სწავლების დასრულების და საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავდაცვის უწყებამ მფრინავთან კონტრაქტი გააფორმა, სადაც ასევე, აღნიშნული იყო, რომ შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში მას ფულადი ჯარიმა დაეკისრებოდა.

ამ სანქციების დაკისრებას თავდაცვის მინისტრი ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობით ხსნის და ამბობს, რომ ქვლივიძემ დისკრიმინაციაზე საუბარი მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც საქმე სასამართლოში შევიდა.

ლევან იზორია-ის სურათის შედეგი„ამ კურსის განხორციელება აშშ-ს დაუჯდა 51 ათასი დოლარი, პლუს, მან გაიარა სხვა დამატებითი კურსები, რომელიც ჩვენს თავდაცვით ბიუჯეტს ათეულობით ასევე დოლარი დაუჯდა. ყოველი მივლინების წინ ფორმდება თითოეულ სამხედრო მოსამსახურესთან სამივლინებო კონტრაქტი, სადაც გაწერილია კონტრაქტის დარღვევის პირობაც. კერძოდ, ამ შემთხვევაში და ეს შემთხვევები, მარტო ამ ფაქტს არ ეხება, არამედ არსებობს ზოგადი ფორმა, რომ თუ 6 თვეზე მეტი პერიოდი უწევს მას მივლინებით სასწავლებლად ყოფნა და თუ ეს ამხელა თანხებთან არის დაკავშირებული. ის ვალდებულია, 8 წელი იყოს თავდაცვის ძალებს და ემსახუროს თავდაცვის ძალებს, მან ჩამოსვლისთანავე, მას შესთავაზეს ზუსტად იგივე თანამდებობა, რა თანამდებობაზეც იყო, თუმცა 4 თვის შემდეგ, პირადი სურვილით, მიუხედავად იმისა, რომ მან მოაწერა ხელი გაფრთხილებას, რომ კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში მას დაეკისრებოდა ფულადი ჯარიმა 28 ათასი ლარის, მაინც მოაწერა ხელი, ამის ახსნის გარეშე და ეს ყველაფერი ხდება ერთი წლის წინ და დღეს, ამ ერთი წლის განმავლობაში, არც ერთხელ არც უწყების ფარგლებში მაკონტროლებელი ორგანოს ფარგლებში, არც მის გარეთ, ან თქვენთვის მოემართა, თუ ასეთ ფაქტს, ჰქონდა, დისკრიმინაციის ფაქტს ჰქონდა ადგილი,"-განაცხადა იზორიამ. 

ლევან იზორია მზაობას გამოთქვამს, რომ მფრინავს პირადად გაესაუბროს, თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ამ საქმის გასაჯაროების მიზანი გასაგებია.

„ჩვენ ვიმოქმედეთ ისე, როგორც კანონი გვავალდებულებს და თუ ჰქონდა დისკრიმინაციას ადგილი, მას შეეძლო ამ ერთი წლის განმავლობაში სადმე, თქვენთან მაინც, ახლა რომ გადაწყვიტა, ახლა იცით, რატომ გადაწყვიტა, როდესაც სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი,“ - განაცხადა მინისტრმა.

მფრინავი თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში  ადანაშაულებს. უწყება კი ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს კონტრაქტის დარღვევისთვის 28 ათას ლარს სთხოვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები