30 აპრილი 2024,   17:18
ვრცლად
ბათუმში ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილ მოქალაქეთა 150-მდე ნეშტი იპოვეს

ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 150-მდე ნეშტი იპოვეს.

ინფორმაციას ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტერიტორია საპატრიარქოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების შესაბამისად დროებით ჰქონდა გადაცემული.

150-მდე ნეშტის დაკრძალვა 21 აპრილს, ბათუმის ნომერ  მე-3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განკარგულების თანახმად, ფრიდონ ხალვაშის ქ. #338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა #3-ის გარკვეული ტერიტორია დროებით სარგებლობაში გადმოცემული იყო საქართველოს საპატრიარქოზე. აღნიშნულ ტერიტორიაზე აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც 150-მდე ადამიანის ნეშტი იყო უწესრიგოდ და უპატიოდ განთავსებული. შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. ა/წ 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მოხდება მათი პატივით დაკრძალვა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები