28 აპრილი 2024,   15:27
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი დაბა ლაითურში - ცეცხლი 20 ჰექტრამდე ტყე-ბუჩქნარს უკიდია 

მასშტაბური ხანძარი დაბა ლაითურში - 20 ჰექტრამდე ტყე-ბუჩქნარის ფართობი იწვის. ხანძრის ლოკალიზებისთვის ორი სახანძრო ბრიგადა საკმარისი არ აღმოჩნდა და მეზობელი რაიონებიდან დამატებითი ძალები ამ წუთებშიც იგზავნება.

არ არის გამორიცხული, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ავიაციის ჩართვაც გახდეს საჭირო.

დღის ამბები