30 აპრილი 2024,   14:00
ვრცლად
"ხალტურა, მიჩუმათება, მიჩქმალვა პრობლემის და საკუთარი ბიოგრაფიის დამალვა" - გუბაზ სანიკიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებებზე

„ეს არის ხალტურა, მიჩუმათება, მიჩქმალვა პრობლემის და საკუთარი ბიოგრაფიის დამალვა,“ - ასე აფასებს უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი, გუბაზ სანიკიძე, 9 აპრილს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

გუბაზ სანიკიძე არჩევანის ეთერში სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც დღის ბოლოს გაავრცელა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, დღის განმავლობაში არასწორი აქცენტი კეთდება და მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბარი დღის არსს აუფასურებს.

გუბაზ სანიკიძე სალომე ზურაბიშვილს 1990-იანებში გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს, რომელიც კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას ამართლებდა.

სანიკიძე პრეზიდენტს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. 

„ჩემთვის მთავარი არგუმენტი იყო არა ემოცია, არამედ წმინდა ადამიანური და საღმრთო კანონი, რომ თუ დააშავე, ბოდიში ხომ უნდა მოიხადო ოდესმე და ბოდიშიც არ ჰყოფნის, მონანიება უნდა ამას. მონანიება უნდა იმიტომ, რომ მაშინ ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი შედგა, მცირე ნაწილი, ალბათ, შეგნებულად, დიდი ნაწილი, ალბათ, შეუგნებლად, შედგა ეროვნულ ღალატზე და ერთ-ერთი მედროშე და ერთ-ერთი მეწინავე და ბელადი, განსაკუთრებით ქვეყნის გარეთ იყო სალომე ზურაბიშვილი. ამ შურით და ბოღმით დაბრმავებულმა ადამიანებმა ავნეს ქვეყანას,“ - განაცხადა სანიკიძემ.

სანიკიძე 9 აპრილის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ საზოგადოება თავისუფლებისთვის მზად იყო, ქართული ელიტისგან განსხვავებით.

„გლოვასთან ერთად, ეს არის ეროვნული სიხარული,“ - ამბობს სანიკიძე.

სანიკიძე ამბობს, რომ ქართული ოცნების მხრიდან ბოლო პერიოდში ზვიად გამსახურდიას როლის წინ წამოწევა, მხოლოდ და მხოლოდ, მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

დღის ამბები