19 ნოემბერი 2024,   07:18
ვრცლად
"მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, იმან მთავარი ვერ გაიგო" - სალომე ზურაბიშვილი დღეს განვითარებულ მოვლენებზე

ხმაურიანი მიღება პრეზიდენტის ყოფილ სასახლეში - სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით განმარტებებს Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში აკეთებს.

ზურაბიშვილს 9 აპრილს დაღუპული გმირების სახელების ნაწილი გამორჩა, ნაწილი კი შეცდომით წაიკითხა. მანამდე კი 9 აპრილის გმირების მემორიალი ისე დატოვა, რომ კომენტარი არ გაუკეთებია.   

საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ არასწორი აქცენტები კეთდება, როდესაც გვარის შეცდომით წაკითხვაზე ხდება აპელირება ან როდესაც საზოგადოება ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ 9 აპრილს დაღუპული ერთ-ერთი გმირის ოჯახის წევრის მიღებაზე მიწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციას გამორჩა.

„მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას “გაპარვად” აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას .... იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი - ზვიად გამსახურდიას მეთაურობით- დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამითი შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა!

"გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!“ - აღნიშნულია პრეზიდენტის Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები