30 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
"ივანიშვილს უნდა, ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ არჩევნებზე ის მაინც მოიგებს" - ნიკა ობოლაძე

"ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ, რაც არ უნდა მოხდეს არჩევნებზე, ის მაინც მოიგებს," - ასე ეხმაურება ნიკა ობოლაძე ბიძინა ივანიშვილის სტუმრობას ზუგდიდში.

ანალიტიკოსი აცხადებს, რომ სწორედ ამას უკავშირდება მისი ჩასვლა სამეგრელოში, სადაც მან დიდი მარცხი განიცადა საპრეზიდენტო არჩევნების დროს.

ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ ის ცდილობს, უძლეველობის მითი შექმნას და ცდილობს, ზუგდიდის შუალედური არჩევნები არ წააგოს, ამისთვის კი ათეისტი ადამიანი იყენებს ეკლესიას და ისტორიას.

„ბიძინა ივანიშვილს უნდა, რომ ეს განცდა დატოვოს ხალხში, რომ ის პოლიტიკოსი არ არის. არის უფრო მაღლა, არის მაფიოზი, ყველაფერის განმკარგველი, მათ შორის, აქვს ბევრი ფული და მისი დაუმარცხებლობა უნდა იყოს მუდმივი. ერთი დეპუტატი ხომ არაფერს არ წყვეტს, მაგრამ მას უნდა მოიგოს, რომ ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ, რაც არ უნდა მოხდეს არჩევნებზე, ის მაინც მოიგებს,“ - განაცხადა ნიკა ობოლაძემ. 

მისივე თქმით, ხალხს ახსოვს, რომ ახლა გახდა ზვიად გამსახურდია ბიძინა ივანიშვილისთვის საჭირო ადამიანი და მისი სოფელ-სოფელ სიარული შედეგს ვერ გამოიღებს. 

დღის ამბები