26 აპრილი 2024,   11:46
ვრცლად
მოსამართლეზე ზეწოლის სკანდალური ფაქტი - სალაძის მტკიცებით, ერთ-ერთ მოქმედ მოსამართლეს კაბინეტში მაგიდაზე უხამსი ფოტოები დაახვედრეს 

იურიდიული კომიტეტის ხმაურიანი სხდომა და საია-ს თავმჯდომარის სკანდალური განცხადება - სულხან სალაძის მტკიცებით, ერთ-ერთ მოქმედ მოსამართლეს, რომელიც ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანის წევრი არ არის, კაბინეტში შეურაცხმყოფელი ფოტოკოლაჟი დაახვედრეს და გააფრთხილეს. უხამსი პოსტერის შინაარსს სალაძე არ ამჟღავნებს თუმცა ამბობს, რომ ამით მოსამართლეს კონკრეტული მესიჯი გადასცეს.

სულხან სალაძეს მოსამართლემ ეს სკანდალური ამბავი კონფიდენციალურობის დაცვის პირობით უამბო, რის გამოც საია-ს თავმჯდომარე ყველა დეტალზე კამერის წინ არ საუბრობს, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, მომხდარის შემდეგ სასამართლოს ხელმძღვანელობამ ვერ დაადგინა, ვინ დაუტოვა მოსამართლეს ოთახში ფოტო, სადაც სხეულის შიშველი ნაწილი იყო დატანილი, თუმცა უსაფრთხოებისთვის კაბინეტის კარის საკეტი შეცვალეს.

ეს ფაქტი დაასახელა პარლამენტში სულხან სალაძემ იმის მაგალითად დაასახელა, თუ რა პრინციპით და როგორ იმართება სასამართლო სისტემა და რამდენად საშიშია მოსამართლეთა ე.წ. კლანის გაძლიერება. 7 საათის განმავლობაში ცხარე კამათისა და ჩხუბის ფონზე მსჯელობდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესის შესახებ მმართველი გუნდის კანონპროექტთან დაკავშირებით. საბოლოოდ კომიტეტმა კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭი უყარა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და საპარლამენტო ოპოზიცია განსაკუთრებით იმ ფაქტმა გააღიზიანა, რომ მმართველი გუნდი ვენეციის კომისიის შენიშვნებს არ დაელოდა.

დღის ამბები