28 აპრილი 2024,   18:16
ვრცლად
ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ნოტრ-დამი 5 წელიწადში სრულად აღდგენილი იქნება

ემანუელ მაკრონმა პირობა დადო, რომ ნოტრ-დამი 5 წელიწადში სრულად აღდგენილი იქნება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ განახლებული ტაძარი ბევრად უფრო ლამაზი იქნება.

ქვეყნის სიმბოლო მასშტაბური ხანძრის შედეგად განადგურდა. დაიწვა ტაძრის სახურავი და კოშკურა. სტიქიის გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამომძიებელთა 50 კაციანი ჯგუფი მუშაობს, სამართალდამცველები ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიას გამორიცხავენ.

პარიზელები საუკუნოვანი ტაძრის განადგურებას გლოვობენ. სან მიშელის მოედანზე შეკრებილებმა საგალობლები შეასრულეს. ფრანგი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში ზარი 50-ჯერ დარეკეს.

დღის ამბები