08 მაისი 2024,   20:22
ვრცლად
ია კერზაიას საქმის გაყალბებაში ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო-ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალების ახალ დეტალებზე საუბრობს

ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალების საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს. შენგელია ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებაზე სრულ პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს. ბაჩანა შენგელიას განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უკვე მეორედ არ გამოყო ექსპერტები იმისთვის, რომ დადგინდეს ია კერზაიას ინსულტი უკავშირდება თუ არა სტრესს. მისივე თქმით, ეს არის დადასტურება, რომ კერზაიას საქმის გამოუძიებლობაში დაინტერესებულია ხელისუფლება. 

„გვითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ არ გამოუყო სპეციალისტი. შესაბამისად ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაქტისა, რომ ია კერზაიას საქმის გაყალბებაში, მისი საქმის გამოუძიებლობაში ჩართულია მთელი სისტემა, მთელი სამთავრობო მანქანა და გუშინდელი პასუხებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ საქმის გაყალბებაში ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო,“-განაცხადა ბაჩანა შენგელიამ. 

შენგელიას უფლებადამცველი ლევან მახარაშვილი კი პროკურატურას გულგრილობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო უწყება საქმის მასალის გასაცნობად მას შემდეგ დაიბარა, რაც დღევანდელი ბრიფინგი დაანონსდა.

დღის ამბები