07 მაისი 2024,   10:41
ვრცლად
კონკურენტს მარათონის სტარტთან ველოდები - ტრამპი ბაიდენის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ეხმაურება 

ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი გამოეხმაურა. სოციალური ქსელის „Twitter”-ის საშუალებით ტრამპმა განაცხადა, რომ კონკურენტს მარათონის სტარტთან ელოდება.

76 წლის პოლიტიკოსმა გუშინ სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

საპრეზიდენტო მარათონში ჩართვის შემდეგ ჯო ბაიდენი ქალაქ უილმინგტონის პიცერიას ესტუმრა, სადაც მას ჟურნალისტები დახვდნენ. შეკითხვაზე რა იქნება მისი გზავნილი მსოფლიოს მიმართ, ვეტერანმა პოლიტიკოსმა უპასუხა, რომ ამერიკა დაიბრუნებს ეთიკური, სამართლიანი და მოკავშირეების მხარდამჭერი ქვეყნის სტატუსს.

დღის ამბები