30 აპრილი 2024,   15:59
ვრცლად
ფოთში მანქანა ამობრუნდა, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე, მიცუბიშის მარკის ავტომობილი ამობრუნდა, ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

მანქანაში 3 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა, მათ გადმოსვლა მალევე მოახერხეს და არც ერთი მათაგანი არ ადშავებულა.

შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრიგადა და პოლიცია იმყოფებდა.

ექიმების ინფორმაციით, მანქანაში მყოფ პირებს დაზიანებები არ მიუღიათ და პირველადი დახმარება არ დასჭირვებიათ.

ცეცხლის ჩასაქრობად ერთი სახანძრო ეკიპაჟი მუშაობდა. 

 

 

დღის ამბები