30 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვასთან - არიან დაშავებულები

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისის ზღვასთან - არიან დაშავებულები. მსუბუქი ავტომობილი ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით თბილისის ზღვის ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში რუსთავი2-ს განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები