30 აპრილი 2024,   16:57
ვრცლად
თავსაფრიანი ქალები პანკისიდან, რომლებმაც ქვებით ხელში ხელისუფლებას უთხრეს, რომ ჰესს ვერ ააშენებენ

კურიერის გადამღები ჯგუფი პანკისში ჩავიდა, რათა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, ვინ არიან ადამიანები, რომლებმაც რიყის ქვები ხელში აიღეს, ლობიოს სარები მოიმარჯვეს და ხელისუფლებას უთხრეს, რომ ხეობაში ჰესს ვერ ააშენებენ.

ოთხი ქალი ოთხი განსხვავებული ცხოვრების სტილით და განსხვავებული ხედვით კვირას ალაზნის დაცვის იდეით გაერთიანდა.

ხეედ ქუშაშვილი დუისში ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს, სხვა პანკისელების მსგავსად, ცხოვრება არც მას ულხინს. დახმარების სათხოვნელად ცოტა ხნის წინ გამგეობაში მისულს დასცინეს. შვილი ავად გაუხდა, მცდარი დიაგნოზის გამო, ოპერაცია სამჯერ გაუკეთეს. საჩივრის დასაწერად დუისიდან თბილისში ჩამოვიდა. მან განცხადება დიდუბეში შეავსო და ახლა სოფელში ელოდება პასუხს. ხეედ ქუშაშვილის ვედრებამ სპეცრაზმელების წინ კვირას საქართველო შეძრა. 

კვირას მისი შვილები დაშავდნენ, თუმცა, მათზე მეტად იმ სპეცრაზმელის ბედი ეფიქრება, რომელიც დარბევის დროს ცალი ხელით რეზინის ტყვიას ესროდა.

ძანო ძაბისხევიდან კვირას დაშავდა, რეზინის ტყვია კისერში მოხვდა, შავ ბურთულებს სახლში ინახავს.

კვირა დღეს ტყვია თავში მოხვდა ესმას, შემდეგ ცრემლსადენი გაზი ისუნთქა და დღემდე თავის ტკივილებს უჩივის. ესმას ის დღე არასდროს დაავიწყდება, ამაყობს, რომ წინა ხაზზე იდგა, ამბობს რომ არც პოლიციას დაემალება და არც სხვას, ვინც კითხავს, სად იდგა დარბევის დღეს.

კვირას მომხდარი მოვლენები დეტალურად ახსოვს მზია ბექაურსაც, რომელიც სკოლის მასწავლებელია.

გაჭირვების გამო ხეობაში ქუჩაში არავინ გამოსულა. ქუჩაში ისინი ალაზანმა გამოყვანა.

დღის ამბები