08 მაისი 2024,   19:44
ვრცლად
„ცოტა უცნაურია, რომ წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეც არ ესწრება ამ განხილვას" - ეკა ბესელია

ეკა ბესელიას ხმაურიანი კანონპროექტი, რომელიც არაერთხელ გახდა ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირების მიზეზი, დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით გადის. თუმცა, განხილვა, თითქმის, ცარიელ დარბაზში იმართება, რადგან მას უმრავლესობის წევრები არ ესწრებიან.

თავად ეკა ბესელია უცნაურად მიიჩნევს, რომ კანონპროექტის განხილვას არ ესწრება არც თავად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილიც, რომლის პირდაპირი მოვალეობა იყო, კანონპროექტის განხილვას დასწრებოდა.

„ცოტა უცნაურია, რომ წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეც არ ესწრება ამ განხილვას და, თუ ვინმე შეეხმიანება და ბატონ ოხანაშვილს ეტყვის, რომ პროცედურით აუცილებელია, რომ ესწრებოდეს წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე კანონპროექტის განხილვას, გარდა იმისა, რომ უპატივცემულობაა, კარგი იქნება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს და დეპუტატებს დარბაზში შესვლისკენ მოუწოდა თამარ ჩუგოშვილმა.

„შესვენების დასრულების შემდგომ მოვუწოდე კოლეგებს, რომ შემობრძანდნენ დარბაზში, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარეს, წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარეს და შემიძლია, გავიმეორო ეს თხოვნა კოლეგების მიმართ,“ - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

ქართული ოცნებიდან დემარშით წასული დეპუტატის და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებული კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის წესს ეხება.  

დღის ამბები