08 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
სანდრა რულოვსმა სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა  

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სამხედროებს საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა. სანდრა რულოვსმა მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

სანდრა რულოვსმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ფედერაციისათვის ქართველი და უკრაინელი სამხედროების პირადი ინფორმაციის გადაცემის ფაქტები ღალატად შეაფასა.

„ჩვენ მადლობას ვუხდით ქართულ ჯარს, ჩვენ ვულოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენ მოვეფერებით ჩვენს ვეტერანებს და ასევე, დიდ მადლობას გადავუხდით 2008 წელს გაწეული გმირობისთვის, როცა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ჩვენი თავისუფლება შენარჩუნდა. თორემ ჩვენ აქ დღეს არ ვიქნებოდით. დღევანდელი მთავრობა ერთი ხელით დააჯილდოებს ჯარისკაცებს დღეს და ბინებს ჰპირდება, მეორე ხელი, სამწუხაროდ, ქართული ჯარი არის დარტყმის ქვეშ,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

დღის ამბები