08 მაისი 2024,   18:16
ვრცლად
წირვა დავით გარეჯში მესაზღვრეების კონტროლის ქვეშ და აზერბაიჯანის მორიგი გადაწყვეტილების მოლოდინი

დავით გარეჯის უდაბნოს მონასტერში აღდგომის ტაძარი ქართველი მომლოცველებისა და ტურისტებისთვის სადღესასწაულოდ გახსნილია. საღმრთო ლიტურგიაც ახალდაბიდან ჩამოსულმა მღვდელმსახურმა ტრადიციულად აღავლინა. თუმცა, წირვის დროს უდაბნოს ტაძრის ტერიტორიას აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გაზრდილი რაოდენობით აკონტროლებდნენ.

თუ რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანული მხარე სადავო ბილიკზე გამოთქვამდა პრეტენზიას და მესაზღვრეებიც ამავე ბილიკზე განალაგეს, დღეს მათი ადგილმდებარეობაც შეიცვალა. აღდგომის ტაძარში მისულ მომლოცველებს მეზობელი ქვეყნის მესაზღვრეები ტაძართან იმაზე ახლოს დახვდნენ, ვიდრე ეს წითელ პარასკევს იყო.

ხელისუფლება დიალოგისთვის მზადაა, მაგრამ ზუსტად არავინ იცის, რას გადაწყვეტს აზერბაიჯანი და აამოქმედებს თუ არა ისევ შეზღუდვებს.

ოპოზიცია საქართველოს მთავრობას ურჩევს, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან მიდგომა შეცვალოს, რათა ქვეყნის ინტერესები არ შეილახოს.

დროებითი შეთანხმების შემდეგ აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს აღარც სადაო ბილიკამდე მისასვლელი ალტერნატიული გზის გათხრა გაუგრძელებიათ. ახლა მხარეები აზერბაიჯანის მორიგ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

დღის ამბები