08 მაისი 2024,   18:26
ვრცლად
"იყო თუ არა ამ სიტუაციის გამომწვევი პრეზიდენტის განცხადება? დიახაც, იყო და იყო, მინიმუმ, წინდაუხედავი განცხადება" - ნინო ბურჭულაძე

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრი, ნინო ბურჭულაძე, დავით გარეჯის უდაბნოში შექმნილ ვითარებას ეხმაურება, როდესაც რამდენიმე დღის განმავლობაში ერთ-ერთ ტაძრამდე მისასვლელი გზა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ჩაკეტილი ჰქონდათ.

ნინო ბურჭულაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გაცხადებებს მოჰყვა სწორედ დავით გარეჯში განვითარებული მოვლენები. ბურჭულაძის თქმით, ქართული და აზერბაიჯანული მხარეების მესიჯები ერთმანეთთან თანხმობაში არ მოდიან.

„იყო თუ არა ამ სიტუაციის გამომწვევი პრეზიდენტის განცხადება? დიახაც, იყო და იყო, მინიმუმ, წინდაუხედავი განცხადება. ბატონმა ჟვანიამაც (პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი) აღნიშნა და აქ კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ მარტში უკვე შედგა პრეზიდენტების შეხვედრა ბაქოში და იქ უკვე იყო შეთანხმება მიღწეული, მაშინ რაღაც საჭირო იყო ჩასვლა და ამ თემის გაჟღერება უკვე ადგილზე და ჩვენ უნდა დავაზუსტოთ, რომ იქ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არ ბრძანდებოდა მხოლოდ თვითონ, იქ იყო ჩასული ევროპა ნოსტრას ჯგუფი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით, იქ იყო საუბარი დავით გარეჯის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, აღდგენაზე და იქ გააკეთა ეს განცხადება. გასაგებია, რომ მას ეს ამპარტავნობით მოუვიდა, ჩავთვალოთ ასე. ჩვენთვის მთავარი, როგორ გაიგო მეორე მხარემ ქართული მხარის განცხადება. შესაძლოა, მეორე მხარემ ეს აღიქვა, როგორც ულტიმატუმი საქართველოს მხრიდან პრობლემა გადაწყდეს ჩვენს სასარგებლოდ,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძე ამბობს, რომ ხელისუფლება უმოქმედოა, მიუხედავად იმისა, რომ თემა საკმაოდ სენსიტიურია. 

დავით გარეჯის უდაბნოში ვითარება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტის შემდეგ დაიძაბა. დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ მხოლოდ დროებით გაიხსნა. მესაზღვრეები აანონსებენ, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტება.

აღდგომის დღესასწაულის დასრულების შემდეგ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ისევ საფრთხე ემუქრება. ამ დროისთვის ადგილზე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების უპრეცენდენტო რაოდენობა არის განლაგებული.

დღის ამბები