09 მაისი 2024,   20:01
ვრცლად
"ჯერ შვილი და რძალი მოკლა" - 4 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული, 85 წლის მამაკაცი სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს 

მკვლელობა სოფელ ყანდაურაში - ბრალდებული, 85 წლის ომარ გამყრელიძე სამართალდამცველებმა გურჯაანი რაიონულ სამმართველოში უკვე გადაიყვანეს. ის დანაშაულის ადგილზე, სოფელ ყანდაურაში დააკავეს. სასტიკი მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

85 წლის მამაკაცმა რამდენიმე გასროლით, სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ერთდროულად 4 ადამიანს.  მან შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა. დაჭრილია მისი ლოგინად ჩავარდნილი მეუღლეც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავდაპირველად, შვილს და რძალს ესროლა, შემდეგ კი, დასახმარებლად შესული მეზობელი დედა-შვილიც მოკლა.

ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის დანაშაულის ჩადენის მოტივი უცნობია. ისინი აცხადებენ, რომ ოჯახში ბოლო პერიოდია კონფლიქტი აღარ ჰქონიათ.

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. 

 

დღის ამბები