26 აპრილი 2024,   11:42
ვრცლად
საპროტესტო აქციებია საჭირო იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს მახინჯი სამარცხვინო საარჩევნო სისტემა - თაკო ჩარკვიანი

„საპროტესტო აქციების გარეშე გამორიცხულია, დისკომფორტი უნდა შევუქმნათ ფულით გათავხედებულ ოლიგარქს, რომელიც ძალიან უხერხულად ექცევა ხალხს,“ - ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აუცილებელია ოპოზიციის გაერთიანება. 

„ზოგადად საერთოდ ოპოზიციას უდიდესი შანსი აქვს. ისე მივეჩვიეთ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია არის რეალურად მეორე ძალა, ჩვენ მოვიგეთ საპრეზიდენტო არჩევნები. მნიშვნელოვანია, რომ 2016 წლის შემდეგ როგორ გაიზრდა ამომრჩევლის ხმა. მივეჩვიეთ, რომ მსხვილი ძალაა გაერთიანებული ოპოზიცია, რომ გვავიწყდება, რომ ამ ტოტალური ზეწოლის პირობებში სანდრა რულოვსმა გუშინ 43% დადო... საპროტესტო აქციები - რისთვის? იმისთვის, რომ შევცვალოთ ეს მახინჯი სამარცხვინო საარჩევნო სისტემა,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები