26 აპრილი 2024,   11:39
ვრცლად
სროლა საარჩევნო უბანთან და მუქარა კომისიის ოპოზიციონერი წევრის მისამართით 24-საათიანი პატიმრობით დასრულდა

სროლა საარჩევნო უბანთან და მუქარა კომისიის ოპოზიციონერი წევრის მისამართით 24-საათიანი პატიმრობით დასრულდა. პოლიციამ გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლა ირაკლი ჩანგელია, რომელიც ზუგდიდის საოლქო კომისიის წევრის, ქართული ოცნების წარმომადგენლის, შვილია.

პოლიციის მტკიცებით, პისტოლეტი, რომელიც მან გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელს, ზოია ქვარცხავას ჯერ დაუმიზნა, შემდეგ კი ჰაერში ისროლა, სპორტულია და ამიტომ იარაღის უკანონო შეძენა შენახვის ბრალდებით დაწყებული გამოძიება შეწყდა.

ოპოზიცია ფიქრობს, იარაღის ტიპი ამ საქმეში მეორეხარისხოვანია. დანაშაული მოტივი ოპოზიციის წევრების დაშინება იყო, ამ მიზნით ირაკლი ჩანგელია ზოია ქვარცხავას თავს დაესხა.

ზოია ქვარცხავა კი, რომლსაც ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ იარაღი დაუმიზნა, შემდეგ კი ჰაერში გაისროლა, შოკიდან ძლივს გამოვიდა.

ოპოზიციის წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში ამბობს, რომ თავდამსხმელს პოლიტიკურ მოტივი ჰქონდა და საუბნო საარჩევნო კომისიაში აქტიური წევრის განეიტრალება უნდოდა.

ოპოზიცია ამბობს, რომ საარჩევნო კომისიის მაღალჩინოსნის - ლელა ლაშხის, შვილს პასუხისმგებლობა განზრახ აარიდეს, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის დროს ის მმართველი პარტიის უკანონო დავალებებს ასრულებდა.

მათი მტკიცებით, ჩანგელიას არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე საკუთარი მანქანით გადაჰქონდა საარჩევნო სიები, რომელიც პოლიტიკურ დაპირისპირების მიზეზი გახდა.

 

დღის ამბები