26 აპრილი 2024,   11:53
ვრცლად
"რუსეთი არ არის პუტინი, რუსეთი ვართ ჩვენ, შემობრძანდით" - რუსული სტენდი წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე

"რუსეთი არ არის პუტინი, რუსეთი ვართ ჩვენ, შემობრძანდით" - ასეთი შინაარსის წარწერა დახვდა დამთვალიერებელს, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, ექსპოჯორჯიაში. ფესტივალზე, სადაც სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურული ნაწარმობია წარმოდგენილი, ერთ-ერთი კუთხე რუსულ ლიტერატურას ეთმობა. 

რუსული კუთხის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი რუსეთშიც ცხოვრობს და საქართველოშიც და მათ ესმით, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთთან კავშირში არ არის. 

თბილისის წიგნის მე-20 საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება. 

ფესტივალი წელს 31 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. ფესტივალის მთავარი ნაწილი წიგნის ბაზრობაა.

დღის ამბები