08 მაისი 2024,   10:58
ვრცლად
გაუფასურებული ლარი და გაზრდილი ინფლაცია - ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პროცესს ბიუჯეტზე გავლენა არ აქვს 

წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. წლიური ინფლაციის დონემ 4.7 პროცენტი შეადგინა. 

ექსპერტები ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის რეკორდულმ გაუფასურებამ, ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

ლარის კურსს გავლენა აქვს სახელმწიფო ბიუჯეტზეც, რადგან ვალების გადახდა სახელმწიფოს სწორედ უცხოურ ვალუტასთან არსებული კურსის გათვალისწინებით უწევს, თუმცა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ გრანტებისა და საბიუჯეტო დახმარებების ხარჯზე შემოსავლების და ხარჯების დაბალანსება ხდება და ჯამში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებას, ბიუჯეტზე გავლენა არ აქვს. 

რაც შეეხება ინფლაციის გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ მთავარი აქცენტი ბიუჯეტის დაგეგმვისას სწორედ მიზნობრივ ინფლაციაზე კეთდება. 

“ლარის გაცვლით კურსს, ჩვენთვის დიდი გავლენა არ აქვს. რა თქმა უნდა ხარჯების ნაწილში აქვს, ვინაიდან უფრო მეტი ხარჯების გაწევა გვიწევს, თუნდაც ვალების მომსახურების ნაწილში, თუმცა, ამავე დროს შემოსავლები, რომელიც ვალუტაშია, გრანტები და საბიუჯეტო დახმარების სახით სესხები, ეს უკვე მეტ შემოსავალს გვაძლევს. ჯამში, ვალუტის ცვლილება დიდ გავლენას არ ახდენს. შემოსავლები და ხარჯები დაახლოებით ერთი და იგივე პროპორციით იზრდება, შესაბამისად ამას ბიუჯეტზე გავლენა არ აქვს.

რაც შეეხება მის გადასვლას ეკონომიკაში, ჩვენ თუ ვნახავთ, ეს არის ინფლაციაზე გავლენა. ამიტომ ჩვენ ძირითადი აქცენტი გვაქვს ინფლაციაზე და მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში იგეგმება, როგორც ბიუჯეტის როგორც შემოსავლების ნაწილი. შესაბამისად მიზნობრივი ინფლაციაა ის ჩვენი მთავარი მაჩვენებელი, რასაც ვუყურებთ ბიუჯეტის დაგეგმვის დროს,“-განაცხადა კაკაურიძემ.

დღის ამბები