07 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში უმსხვილესი ავიამზიდი განალაგა

პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში უმსხვილესი ავიამზიდი განალაგა. აბრაამ ლინკოლნი ირანის სანაპიროს მახლობლად იმყოფება და სამხედრო მანევრებს ატარებს. საჰაერო ძალების პილოტები ბე 52-ის ტიპის მოიერიშეებით საჰაერო სივრცეს აკონტროლებენ.

უმსხვილესი ავიამზიდი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის გაფრთხილების მიზნით გაგზავნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკულმა სამხედრო დაზვერვამ თეირანის მხრიდან ამერიკელი სამხედროების წინააღმდეგ მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ განაცხადა, ირანში სპეცსამსახურების მოხსენებას სიცრუე უწოდა და ვაშინგტონი ინფორმაციის გაყალბებაში დაადანაშაულა.

დღის ამბები