08 მაისი 2024,   18:51
ვრცლად
ძარცვის ბრალდებით თბილისში 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს

სამართალდამცველებმა ძარცვის ბრალდებით თბილისში 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.  დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ლ.-მ თბილისში ერთ-ერთ მოქალაქეს ხელჩანთა, ფული და პირადი ნივთები გასტაცა.

შსს-ის ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ნაძარცვი ნივთებით შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდა.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დაზარალებული მოქალაქის კუთვნილი საფულე, ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღო.

დღის ამბები