30 აპრილი 2024,   17:20
ვრცლად
კომპანია "სვეტის" დაზარალებულებმა ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს.

კომპანია "სვეტის" დაზარალებულებმა ბათუმის მერიის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართეს. ისინი დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს. დაზარალებულები დემონტაჟის შეჩერებას, ტერიტორიის სხვა ინვესტორისთვის გადაცემას და მშენებლობის დასრულებას ითხოვენ.

სვეტი მრავალსართულიან სახლს თამარის დასახლებაში აშენებდა. 7 სართულის შემდეგ მშენებლობა შეჩერდა. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, სამასამდე ოჯახი დაზარალდა, მათი უმრავლესობა ემიგრანტია.

„რადგანაც მერვე სართულის მშენებლობის დროს გაიგო მერიამ, რომ თურმე ნებართვა არ ჰქონიათ, შესაბამისად, მერიამ დემონტაჟზე მიიღო გადაწყვეტილება. ამ ადამიანებმა მიმართეს სასამართლო ხელისუფლებას, რომ არ მომხდარიყო დემონტაჟი, გაგრძელებულიყო მშენებლობა იმ მოტივით, რომ დაინტერესებულიყო სხვა ინვესტორი და დაკმაყოფილებულიყო ეს ხალხი,“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ბაკურიძემ.

მოსახლეობას იმედი აქვს, რომ სასმართლო მათ სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.

დღის ამბები