26 აპრილი 2024,   11:59
ვრცლად
ულტრანაციონალისტური ძალების გააქტიურება რუსული გეგმის ნაწილია - უცხოელი ექსპერტები ლგბტ თემის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებზე

ულტრანაციონალისტური ძალების გააქტიურება რუსული გეგმის ნაწილია, ლევან ვასაძე კი მათ ინსტრუქციებს ასრულებს - ასე ეხმაურებიან უცხოელი სპეციალისტები ლგბტ თემის წინააღმდეგ გამოცხადებული ძალადობის კამპანიას.

დღეს თბილისში რუსულ ჰიბრუდულ ომსა და მოსკოვის პოლიტიკური გავლენების ახალ ბერკეტებზე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ.

„რუსეთი იყენებს ანალოგიურ მეთოდებს, ულტრამემარჯვენე ლოგიკას ჩვენს საზოგადოებაში. 2012 წელს გამოვიდა კრემლის მიერ მხარდაჭერილი ექსპერტული დასკვნა, სადაც მოყვანილია, რომ გამოიყენონ ლგბტ თემთან დაკავშირებული საკითხი, რასაც ჩვენ დასავლეთში კულტურულ საკითხებს ვუწოდებთ, დასავლურ საზოგადოებაში უთანხმოების შესატანად. რა თქმა უნდა, ამას იყენებენ საქართველოში და სარგებლობენ ეროვნული ღირებულებების მოტივაციით, რაც გასაკვირი ჩემთვის არ არის, ამიტომ, ყურადღებით უნდა იყოთ,“ - აცხადებს ექსპერტი ბრაიან უიტმორი.

თბილისში განვითარებულ მოვლენებში რუსულ კვალს ხედავს "ჰერითიჯ ფაუნდეიშენის" ხელმძღვანელი, ლუკ კოფიც. მისი თქმით, რუსეთი საზოგადოების დასაყოფად პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებს იყენებს.

„რუსეთს არაერთხელ გამოუყენებია პოლიტიკური და სოციალური საკითხები, რომელიც საზოგადოებას ყოფს. ის იყენებს ლგბტ თემს, რომ უფრო მეტი განხეთქილება შეიტანოს ქართულ საზოგადოებაში. ეს იგივეა, რაც ჰიბრიდული ომის იარაღად გამოყენება. იმედი მაქვს, ქართულ საზოგადოებას ესმის, რომ რუსეთი არის ამ სახის პრობლემების მთავარი გენერატორი,“ - აცხადებს ლუკ კოფი.

დღის ამბები