28 აპრილი 2024,   18:37
ვრცლად
ბულინგი სკოლებში - "ილიასი" ხელისუფლებას 13 რეკომენდაციით მიმართავს

ბულინგი სკოლებში და პრევენციის სახელმწიფო პოლიტიკა - არასამთავრობო ორგანიზაცია ”ილიასი” სისტემის ხარვეზებზე საუბრობს და საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას 13 რეკომენდაციით მიმართავს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მათ სფეროს ექსპერტებთან ერთად შეიმუშავეს კონკრეტული პუნქტები, რომელიც სკოლებში ბულინგის ფაქტებს შეამცირებს.

პროექტი უკვე წარდგენილია სხვადასხვა უწყებაში და ახლა სახელმწიფოზეა დამოკიდებული, გაითვალისწინებს თუ არა მესამე სექტორის და განათლების ექსპერტების დადგენილ რეკომენდაციებს.

დღის ამბები