20 ივლისი 2019,   10:09
ვრცლად
პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის - ნიკა მელია

„პრაიდის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის,“ - ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ „არჩევანის“ ეთერში გააკეთა. მელიამ განმარტა მიზეზი, თუ რატომ ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე პრაიდის ჩატარება არის მიზანშეუწონელი. დეპუტატი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენები, რაც მთავრობის ადმინისტრაციასთან მოხდა, პრაიდის კვირეულშიც განმეორდება.

„იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება არ არსებობს, ან თუ არსებობს სადღაც გვამური ლაქები აქვს, ასეთი ღონისძიების ჩატარების დროს, ამ ყველაფრით, შეიძლება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები განახორციელოს იმ ძალამ, რომელიც ათწლეულების განმავლობაში, ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევა ჩვენს ქვეყანაში, სად არის ამის გარანტია. ჩემთვის პირადად, იმ დღეს იყო პრაიდი, ამაზე განსხვავებული რა უნდა მოხდეს იქ, კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე რაც მოხდა... მივლენ, მოვარდებიან ისინი, ვინც დავინახეთ, რას წამოადგენენ, ჩადგება შუაში ათასობით პოლიციელი, იქნება აქედან გინება და იქიდან პოლიციის მცდელობა, რომ დაიცვას ეს ხალხი. მთავარი დეფექტი გამოავლინა ხელისუფლებამ, არ გამოავლინა?“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, ქვეყანაში ბევრი ისეთი პრობლემაა, რომლის მოგვარების შემდეგ აღნიშნული საკითხი პრობლემური აღარ იქნება. ის არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში რუსული კვალი იკვეთება.

ამავე თემაზე
დღის ამბები