08 მაისი 2024,   18:33
ვრცლად
რუსთაველის გამზირზე კარვებია გაშლილი - აქციის მონაწილეთა ნაწილმა, შიმშილობა დაიწყო 

რუსთაველის გამზირზე კარვებია გაშლილი. აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა. შიმშილობს სამი ახალგაზრდა.

შესაძლოა დღეს მათ, აქციის სხვა მონაწილეებიც შეუერთდნენ. ისინი შიმშილობაზე უარის თქმას არ აპირებენ სანამ ყველა მოთხოვნა არ შესრულდება - არ გადადგება გიორგი გახარია, არ გათავისუფლდებიან 20 ივნისის აქციის დარბევისას დაკავებულია პირები, არ გადაწყდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება და არ დაისჯებიან სამართალდამცველები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს.

"ოთხი დღეა გრძელდება აქციები და ჩვენ შედეგი ვერ დავინახეთ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს პროტესტის ის ფორომაა, რომელიც ხელისუფლებას უბიძგებს რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება და დააკმაყოფილონ ჩვენი მოთხოვნები. შეიძლება ბევრს ეჭვი შეეპაროს, რომ ჩვენ დავაანონსოთ შიმშილობა და მერე სახლში წავიდეთ. ამიტომ ეს ის ადგილია, სადაც დავამტკიცებთ, რომ ჩვენ მონაწილეები ვართ ამ აქციების და ჩვენი თანამებრძოლების, იმ მსხვერპლს, რაც მათ ჩვენთვის გაიღეს, აუცილებლად დავაფასებთ,"-აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე გვანცა არევაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები