14 ოქტომბერი 2019,   03:57
ვრცლად
მინდოდა რომ ერთ-ერთი ვყოფილიყავი, ოღონდ ნუ იქნებოდა ის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა, ნუ იქნებოდნენ სხვები - მაკა ჩიჩუა

„ვერ დაგიცავით, ახალგაზრდები ვერ დავიცავი იმ სისხლიან ღამეს,“ - ამ სიტყვებით დაიწყო საკუთარი გამოსვლა ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ პარლამენტის წინ. მან შეკრებილ ახალგაზრდებს სოლიდარობა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობას გრძნობს იმაზე, რაც მოხდა.

„ვერ დაგიცავით, ახალგაზრდები ვერ დავიცავი იმ სისხლიან ღამეს. რასაც მე ტელევიზორში ვუყურებდი, მინდოდა რომ მე ერთ-ერთი ვყოფილიყავი, ოღონდ ნუ იქნებოდა ის გოგო, რომელმაც თვალი დაკარგა, ნუ იქნებოდნენ სხვები. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც ერთ-ერთი მშობელი, როგორც იმ გოგოს დედა, რომელმაც თვალი დაკარგა. მე გელაპარაკებით თქვენ, როგორც თქვენი თანამოქალაქე. მე ვარ დამნაშავე, რომ დღეს ისევ მეორდება ასეთი საშინელებები და ასეთი სისხლიანი ღამეები, როგორც გვახსოვს. ეს იყო არა ერთხელ....  ძალიან მიყვარხართ, მეტირება და ძალიან ვდარდობ იმაზე, რომ იმ ღამეს თქვენ გვერდზე არ ვიყავი,“ - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

აქციაზე შეკრებილ მოქალაქეების სიტყვით მიმართა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ.

„ჩვენ ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეგობრები და ვიცით, ვინ არი ჩვენი მტერი. ეს არის მშვიდობიანი აქცია, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ჩვენ მთელს მსოფლიოს ვანახებთ, რომ ჩვენ ვართ მშვიდობიანი ხალხი, ჩვენ ვართ თავისუფლების მოყვარული ხალხი და მხოლოდ და მხოლოდ პუტინის რეჟიმი ყოველ დღე აცხადებს, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფებები, რომლებსაც უნდათ არეულობა, დესტაბილიზაცია და იმიტომ აცხადებენ ამას, რომ ეს მათ უნდათ არეულობა, მათ უნდათ დესტაბილიზაცია და ეს აღარასდროს იქნება ამ ქვეყანაში“ - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ,

დღის ამბები