30 აპრილი 2024,   16:23
ვრცლად
კობახიძე არის მოღალატე... მე რომ მივსულიყავი იმ პრეზენტაციაზე, კობახიძეს ვაგინებდი მკვდარს და ცოცხალს - გუბაზ სანიკიძე

ქართველი ხალხის ნახევარს ეშინია ბიძინა ივანიშვილის, მეორე ნახევარს მიხეილ სააკაშვილის - ამის შესახებ განცხადება გუბაზ სანიკიძემ "არჩევანში" გააკეთა. „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი ამბობს, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში და ვერ ჩამოდის. ამიტომ ბიძინა ივანიშვილმაც უნდა დატოვოს ქვეყანა და ამ შემთხვევაში ქვეყანაში თანაბარი პირობები ექნებათ, როგორც "ენმ-ს", ასევე „ოცნებას“.

„სააკაშვილი ვერ ჩამოდის ქვეყანაში, მაშინ თანაბარ პირობებში რომ ჩავაყენოთ ეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უნდა დატოვოს ქვეყანა. მე არ ვამბობ, რომ „ოცნება“ უნდა გაუქმდეს, "ენმ" უნდა გაუქმდეს. ამიტომ დატოვოს ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ტერიტორია თუ ის დიდი პატრიოტია თუ ის დემოკრატიით აპირებს გაკვირვებას ამ სამყაროსი, მაშინ შეიქმნება აქ თანაბარი ვითარება. "ენმ-ც" კენჭს იყრის, "ოცნებაც" კენჭს იყრის,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელია.   

გუბაზ სანიკიძემ ოპოზიციონერი კოლეგების ის ნაწილი გააკრიტიკა, რომლებიც პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე იმყოფებოდნენ. მისი თქმით, ამ შეხვედრაზე იჯდა ირაკლი კობახიძე, რომელიც არის მოღალატე.

„კობახიძე უარესია ჩემთვის, ვიდრე გავრილოვი. გავრილოვი მეტოქეა ჩემთვის, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელია, მას აქვს დავალება და თავის ქვეყნის დავალებას აკეთებს. მაგრამ აქეთ როდესაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძე აკეთებს იმას, რაც გააკეთა და მოდი, ვთქვათ, რა კობახიძემ ქნა ეს და შეხვედრაზე,, როცა მიდიხართ ჩემო მეგობრებო საქართველოს მოღალატესთან... ჩემთვის ის არის მიუღებელი ადამიანი. კობახიძე არ უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე. ჩვენ უნდა ვიყოთ მორალურად აგრესიულები "ოცნებასთან", მე რომ მივსულიყავი პრეზენტაციაზე კობახიძეს ვაგინებდი მკვდარს და ცოცხალს. მაგრამ ჩვენ ყველას ჩვენი ემოცია გვაქვს. მე არავის არ ვამტყუნებ და არც არავის არ ვამართლებ,“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ეშმაკი ადამიანია და პოლიტიკოსების ნაწილს გავლენის ქვეშ მოაქცევს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები