07 მაისი 2024,   11:10
ვრცლად
მე თუ შტურმს ვცდილობდი პარლამენტში, ანუ მეამბოხეების მოთხოვნა დააკმაყოფილეს? - ლევან ხაბეიშვილი

„გავრილოვი რა განცხადებასაც აკეთებს, ერთი ერთში ემთხვევა პროკურატურის განცხადება,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება, ამბოხების მუხლით, არის აბსურდი, იმიტომ, რომ ყოვლად ალოგიკურია.

„ფაქტია, რომ გაჯიუტებულია ხელისუფლება და ახლა ცდილობენ, გარკვეული საქმეების შეკერვას და წარმოაჩინონ, თითქოს, სახელმწიფოს გადატრიალება იყო იმიტომ, რომ ყველა კომენტარში, მათ შორის, პროკურატურა აცხადებს, რომ ეს სახელმწიფო გადატრიალება, შტურმი პარლამენტზე ანუ გავრილოვი რა განცხადებასაც აკეთებს, ერთი ერთში ემთხვევა პროკურატურის განცხადება. გავრილოვი იტყვის, რომ არის სახელმწიფო გადატრიალება, მერე რამდენიმე საათში პროკურატურა ჩაატარებს ბრიფინგს, რომ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალება,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, სამართალდამცავები დამიზნებით ესროდნენ მომიტინგეებს, რომელიც შს მინისტრმა არ შეაჩერა.

„თუ სახელმწიფოს მტრები ვართ მე, მელია და ამბობენ, რომ ეს ჯგუფი ცდილობდა შტურმს, მე თუ შტურმს ვცდილობდი პარლამენტში, ანუ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილეს და კობახიძე და ქუცნაშვილი გაუშვეს, ანუ მეამბოხეების მოთხოვნა დააკმაყოფილეს? ან, მაგალითად, პროპორციული არჩევნები, ბიძინა ივანიშვილი დადგა და მოგვიყვა, რომ პროპორციული არჩევნებს ჩავატარებთ, ეს დათმობა არის აქციის მონაწილეებთან, ანუ რა მოხდა, მეამბოხეები და სახელმწიფო გადატრიალება, ვისაც უნდა ის ადამიანები, ისინი ითხოვენ პროპორციულ არჩევნებს? სისულელეა და სრული აბსურდია... ეს  აქციები არ დამთავრდება მანამ, სანამ გახარია არ გადადგება, ხელისუფლების სიჯიუტეს ბოლო უნდა მოეღოს და გახარიამ დატოვოს თანამდებობა,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

დღის ამბები