08 მაისი 2024,   22:24
ვრცლად
უკრაინის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკის "ხალხის მსახური" ლიდერობს

უკრაინის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკის "ხალხის მსახური" ლიდერობს. ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 25%. ბოლო მონაცემებით, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტის პარტიას, ამომრჩევლის 42 პროცენტზე მეტი მიემხრო. მეორე ადგილზეა ,,ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის,“ თითქმის 13 %-ით. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, პეტრო პოროშენკოს პარტიას ,,ევროპული სოლიდარობა"" მესამე ადგილი უკავია დაახლოებით 9-პროცენტიანი მხარდაჭერით. თითქმის ანალოგიური მაჩვენებელი აქვს ტიმოშენკოს ,,ბატკივშინას." 6-ზე მეტი %-ი მიიღო ახალმა პარტიამ ,,გოლოს," რომელსაც როკ-მუსიკოსი სვიატოსლავ ვაკარ-ჩუკი ხელმძღვანელობს. ეროვნული ეგზიტპოლის წინასწარი შედეგების მიხედვით, უკრაინის რადაში სულ 5 პარტია გადის. ვლადიმირ ზელენსკისიმ პარტია "გოლოსს" კოალიციის შექმნა უკვე შესთავაზა.

დღის ამბები